ეს ინტერაქტიული პორტალი ასახავს ქალაქის ფიზიკური გარემოს ცვლილებას
გასული საუკუნის 1970-80-იანი წლებიდან თანამედროვეობამდე. ამ მხრივ,
მოცემული სამგანზომილებიანი მოდელი მნიშვნელოვანი ხელსაწყოა
მკვლევარებისთვის, ანალიტიკოსების, გადაწყვეტილების მიმღები თუ
უბრალოდ,ქალაქის განვითარებით დაინტერესებული პირებისთვის, მარტივი
ვიზუალიზაციის მეშვეობით, თავადვე დააკვირდნენ როგორ შეიცვალა ქვეყნის
დედაქალაქი დროსა და სივრცეში.
უფრო კონკრეტულად, მოცემული ციფრული მოდელი ასახავს ქალაქიs
განაშენიანების, სიმჭიდროვის, სართულიანობისა და ფუნქციურობის ცვლილებას.
რუკა მომზადდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შოთა რუსთაველის
საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი პროექტის
"თბილისი, როგორც ურბანული თანაკვეთის სივრცე" ფარგლებში, ილიას
სახელმწიფო უნივერსტიტეტის სტუდენტების ჩართულობით.
შენიშვნა: კვლევის სპეციფიკიდან გამომდინარე, ვაკის საზღვრებს მიღმა
მონაცემები შესაძლოა შეიცავდესუზუსტობებს დღევანდელი მდგომარეობის შესახებ.
მასალები და მონაცემთა წყარო:
• 1:2 000 მასშტაბის საბჭოთა ტოპო
• საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
• თბილისის მერია